CURABITUR ALIQUET QUAM POSUERE
Do You Like the Theme? Share with Your Friends!
Will be used in accordance with our Privacy Policy
Cemx წარმოადგენს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებისა და უპრეცედენტო საწარმოო სიმძლავრეების ერთობლიობას. ინდუსტრიული მასშტაბები, უახლესი ევროპული ტექნიკა და მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, უზრუნველვყოთ ნებისმიერი მოცულობისა და სირთულის პროექტის საიმედო პარტნიორობაა.
ჩვენი ისტორია დაიწყო გადაწყვეტილებით და გაგრძელდა პასუხისმგებლობით ინფრასტრუქტურული ლანდშაფტის შექმნაზე, რომელიც სამშენებლო სექტორს ხარისხის, სანდოობისა და მომსახურების ახალ სტანდარტს შესთავაზებდა.
ბეტონის თანამედროვე საწარმოები, ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ტექნიკური პარკი და მრავალსაფეხურიანი ხარისხის კონტროლის სისტემა ამბიციური პროექტების რეალობად ქცევის საშუალებას გვაძლევს. ჩვენი პროდუქტი კი მომავლის მყარი ფუნდამენტია, რომელზეც ქალაქები იზრდება, სივრცეები ერთიანდება და თანამედროვეობა იქმნება.
ჩვენი მისიაა სამშენებლო ინდუსტრიაში ხარისხის პროგრესული და თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება და მყარი ფუნდამენტის შექმნა ამბიციური პროექტების რეალობად აქცევისთვის.
მრავალსაფეხურიანი კონტროლი და წარმოების უმაღლესი სტანდარტი ჩვენი პროდუქტის საიმედოობის გარანტიაა.
ჩვენი გუნდის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება და დარგის სიღრმისეული ცოდნა კომპანიის მთავარი სიმძლავრეა.
ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ტექნიკური პარკი და გამართული ლოჯისტიკა ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის დროულ შესრულებას უზრუნველყოფს.
ჩვენ ვაშენებთ გრძელვადიან, პარტნიორულ ნდობას, სადაც მომხმარებლის კმაყოფილება მთავარი პრიორიტეტია.
საკუთარი, გამართული და მასშტაბური ავტოპარკი გვაძლევს საშუალებას, ბეტონის ტრანსპორტირება და ჩასხმა განვახორციელოთ ყოველგვარი დაგვიანებისა და შეფერხების გარეშე.
ტექნიკური სიმძლავრე
ოპერატიული და უწყვეტი მიწოდებისთვის.
ნებისმიერ დისტანციაზე ბეტონის ეფექტური ჩასხმისთვის.
კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ოთხ მზიდ კოლონას, რომელიც სტაბილურ წინსვლასა და ლიდერის პოზიციების გამყარებას უზრუნველყოფს:
სრულად ვაკონტროლებთ ყველა გზას ბეტონის საბოლოო მიწოდებამდე. პროცესი იწყება ნედლეულის მოპოვებით, რასაც მისი დამუშავება, ანალიზი და მონიტორინგი მოსდევს. ბოლო საფეხური კი ობიექტების უსაფრთხო მომარაგება და ბეტონის ჩასხმაა.
კლიენტებთან მყარი ურთიერთობა ჩვენი ბიზნესის ამოსავალია. პარტნიორობის სწორი და გამჭვირვალე მოდელი მომხმარებელთა ლოიალობის გარანტიაა.
ბიზნესის მდგრადობა და ადამიანური რესურსის პატივისცემა ერთი სისტემის ორი მთავარი საყრდენია. კომპანიის კორპორატიული იდენტობა იმ პროფესიონალთა გუნდზე დგას, ვისი კომპეტენციაც ყოველდღიურობას ქმნის.
მათი უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტების მნიშვნელოვანი ღერძია. Cemx-ის თითოეული თანამშრომელი მაღალი კლასის ეკიპირებითა და სრულყოფილი სამედიცინო პაკეტითაა უზრუნველყოფილი, რადგან გვწამს, რომ სწორი ღირებულებები დაცულ გარემოში იქმნება.
ვაშენებთ პარტნიორობებს, სადაც სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის ქცევის მოდელია. გვწამს, რომ მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური ინტეგრირება ორგანიზაციულ სტრუქტურებში ის მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ჩვენს უწყვეტ ზრდასა და ბაზარზე ლიდერ პოზიციების დაკავებას უზრუნველყოფს.
შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ.
Will be used in accordance with our Privacy Policy